უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა შორის ქართველი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა შორის ქართველი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

უკრაინელმა ჟურნალისტებმა იმ სამხედროების ნაწილი ამოიცნეს, რომლებიც დონეცკში მოწყობილ "ტყვეების მარშში" სეპარატასტებმა ჩაატარეს. მათ შორის ორი ქართული გვარის ადამიანიც არის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ იმ 18 ტყვედ ჩავარდნილი სამხედროს სია გამოაქვეყნა, რომლებიც 24 აგვისტოს სეპარატისტებმა დონეცკის ქუჩებში გამოიყვანეს და ხელებშეკრული ჩაატარეს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ შორის იყო ორი ქართული გვარის სამხედრო – ალექსანდრე წიკლაური და იური ბუკია.

24 აგვისტოს ტეორისტებმა დონეცკში ე.წ. ტყვეების აღლუმი მოაწყვეს, რომლის დროსაც ქალაქში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების კოლონა ჩაატარეს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილის, რეიჩელ დენბერის განცხადებით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების "მარში" ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:

უახლესი | პუტინი: რაც უკრაინაში ხდება, ეს ჩვენი საერთო, უზარმაზარი ტრაგედიაა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა