როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული მედია, ინტერესით ადევნებდა თვალყურს თბილისში განხორციელებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას.

აი, რას წერს სხვადასხვა რუსული გამოცემა 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ:

eadaily.com: "რაიონი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადგილია, სადაც 31 ქარხანა მდებარეობდა, რომელიც ცნობილი ბულგარელი რევოლუციონერის გიორგის დიმიტროვის სახელს ატარებდა და სადაც ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო რამ იქმნებოდა... დღეს ეს ყველაფერი არ არსებობს, ხალხი კი ისე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც შეუძლია. ამიტომაც ბინის გაქირავება იქ ძალზე ხელსაყრელი და გავრცელებული ბიზნესია. შებასამისად, ვინ ცხოვრობს მათ გვერდით, ეს მაინცდამიანც განსაკუთრებულ კითხვებს არ აჩენს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ადგილობრივებისთვის ერთადერთ შემოსავლად რჩება" - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის თქმით, ერთ-ერთ ასეთ ბინაში ცხოვრობდნენ ტერორისტები. მათი ჩუმად აყვანა ვერ მოხერხდა, დაიწყო ორმხრივი სროლები და აფეთქებები. "ეს ყველაფერი კი ფართომასშტაბიან კონტრტერორისტულ ოპერაციაში გადაიზარდა, რომელშიც რამდენიმე ასეული მებრძოლი მონაწილეობდა, ყველაზე ძლიერი ძალოვანი უწყებებიდან. მათ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეძლეს, რათა მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ, კორპუსში გათიშეს, გაზი და ელექტროენერგია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში ძალოვნები ვითარებას სრულად აკონტროლებდნენ. სპეცოპერაციის შემოსაზღვრულ ზონაში, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს, მათ შორის, სპეცდანიშნულების ჯავშანტრასპორტიორი "კობრა". მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. იქვე იმყოფებოდა, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით" - წერს გამოცემა.

წაიკითხეთ: "ალ-ჯაზირა" - საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება

რუსული მედია აქცენტს აკეთებს, კონტრტეტორისტული ოპერაციის ხანგრძლივობაზე, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა, ყველაზე მთავარი, ადამიანური მსხვერპლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი და რაც მთავარია - "არც ერთი მშვიდობიანი მოსახლე არ დაზარალებულა..."

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც რუსული მედია აქცენტს აკეთებს არის, "პანკისის ხეობა ქისტებითა და ეთნიკური ჩეჩნებით არის დასახლებული, რომლებიც ასეული წლებია საქართველოს ტერიტორიაზე, ახმეტის რაიონში ცხოვრობენ. პანკისის ხეობა ბოლო წლებში ცხელ წერტილად იქცა, რადგან, რომ არაფერი ვთქვათ, იქ მყოფ ჩეჩნებზე, რომლებიც ეტაპობრივად ემზადებოდნენ რუსეთში საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად, იმ ხეობიდან, ISIS-ის რიგებში ძალიან ბევრი წავიდა..." - წერს novosti-dny.ru.

Новая газета-ს ინფორმაციით, "სამართალდამცავებმა ტერორისტებს შესთავაზეს, ჩაბარებოდნენ, თუმცა, მათ პასუხად ცეცხლი გახსნეს, - ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ფანჯრიდან ყრიდნენ ხელყუმბარებს... ამ პროცესში, თითქმის დაიწვა ორი კორპუსი, ერთ-ერთ მათგანი, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულნი, თითქმის გამოუსადეგარია..." - წერს გამოცემა, რომელიც დასძენს, რომ ქართული ოფიციალური უწყებებები, ჯერჯერობით არ საუბრობენ ტერორისტების ვინაობაზე.

"ბინა, ამჟამად ავსტრიაში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩეჩენი ქმარი ჰყავდა. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, თუ როგორ მოხვდნენ იქ ჩეჩენი ტერორისტები"- წერს Новая газета.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც რუსული მედიის ნაწილი სვამს, სპეცოპერაციის ხანგრძლივობას შეეხება, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო ეჭვმიტანილების დაკავებას, მაშინ, როდესაც პროცესში ჩართული იყო, ასობით ძალოვანი; აგრეთვე, - როგორ შეძლეს, თითქმის ქალაქის ცენტრში მცხოვრებმა ტერორისტებმა ამდენი იარაღის მოგროვება, რომ ძალოვნებს 20-საათზე მეტხანს უწევდნენ წინააღმდეგობას... "როგორც ჩანს, ოფიციალურ უწყებებს ამაზე პასუხების გაცემა ეტაპობრივად მოუწევთ" - წერს რუსული მედია.

"თბილისის სპეცოპერაციის პირველი გაკვეთილი" - ასეთი სათაურით ეხმიანება Эхо Кавказа თბილისში მომხდარ კონტრერორისტულ ოპერაციას, რომელსაც გამოცემის თქმით, ქართულ საზოგადოებაში ცხარე დისკუსია მოჰყვა და რომელიც კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის საგანი.

წაიკითხეთ: ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

თბილისში განხორციელებული სპეცოპერაცია, ჩრდილოეთ კავკასიაში, არც ისე იშვიათად განხორციელებულ პროცესებს აგონებს kavkaz-uzel-ს. გამოცემის ინფორმაციით, "სულ ახლახან, დერბენტსა და ნალჩიკში მსგავსი ოპერაციები, ბოლო წლის განმავლობაში, 5-ჯერ მაინც ჩატარდა..."

მათივე ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკების პრაქტიკა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს. რამდენიმე რეგიონში, ძალოვნები, შტურმის აღებამდე ცდილობდნენ "ბოევიკებს" მოლაპარაკების შედეგად იარაღი დაეყარათ და ჩუმად დაეტოვებინათ ოპერაციის ადგილი. ასეთი მოლაპარაკება გაიმართა, 2011 წელს ინგუშეთში და 2012 წელს დაღესტანში, სადაც ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები საშუალებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, მათთან ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი, - უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში, აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითქმის გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ, რომ "ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებდა, რადგან ISIS-ის რიგებში იყო და სირიასა და ერაყში იბრძოდა და მას მაშინვე დააკავებდნენ. გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ, ჩატაევის მეუღლე ცდილობდა საქართველოში შესვლას, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით არ შეუშვეს..." - აცხადებს იდიგოვი kavkaz-uzel-თან საუბარში.

სტატიების კვალდაკვალ არ დააყოვნა ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებმაც, - რუსული საზოგადოების ნაწილი, თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ადარებს; კომენტარების ავტორების უმეტესობა ე.წ. ნიკებით წერს.

"აბა რა, რად უნდოდა ამდენი დრო, უნდა შეხვიდე პირდაპირ, როგორც ჩვენებს ჩვევიათ და მშვიდობიანი ტერორისტი და სპეცრაზმელი ერთიანად უნდა ჩახოცო... რა საჭიროა, სიფრთხილე, ჰუმანურობა და დროის გაწელვა... ჩვენ კი გვაქვს ასეთი ხისტი სპეცოპერაციების მწარე გამოცდილება..."

"ნორდოსტი, ბესლანი, რომელი ერთი ჩამოვთვალო... ალბათ რა უცხოა თქვენთვის ეს ყველაფერი, რაც თბილისში მოხდა... პუტინი მაინც პრეზიდენტია და პუბლიკა კმაყოფილია..."

"თქვენს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მოლაპარაკებების მცდელობაც იყო... ცოტა დაფიქრდით, სანამ რამე დაწერდეთ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე