ავტორი:

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2021 წელი როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. უკვე მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო ყველას დღის წესრიგი შეცვლილია.

ეპიდვითარების გარდა, ქვეყანაში არც პოლიტიკური ვითარება ყოფილა მშვიდი. წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იყო, რასაც თან ახლდა აქციები, ასევე დაპირისპირებები არჩევნების წინა და პოსტპერიოდებში.

ასევე ქვეყანაში დაბრუნდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოსვლისთანავე დააკავეს. უკვე რამდენიმე თვეა მედია ყოველდღიურად აშუქებს ჯერ მოშიმშილე, ამჯამად კი რეაბილიტაციის პროცესში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობას. განსაკუთრებული ინტერესის საგანია მესამე პრეზიდენტის პირადი ცხოვრებაც, რომელიც მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც სააკაშვილმა მისი ახალი სიყვარულის შესახებ გვამცნო.

AMBEBI.GE მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების გაშუქებასთან ერთად, მუდმივად ცდილობდა მკითხველისთვის ახალი და საინტერესო ადამიანები გაეცნო, გაეხსენებინა ნოსტალგიური ისტორიები, მიეცა რჩევები სხვადასხვა საქმის პროფესიონალების დახმარებით.

წლის ბოლოს ვაჯამებთ წლის ყველაზე კითხვად და პოპულარულ სტატიებს, რომლებმაც AMBEBI.GE-ის მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და ასი ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

გთავაზობთ, 2021 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას AMBEBI.GE-სგან:

გასაკვირი არ არის, რომ წლის ნახვად მასალებში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული თემები მოხვდა. ექსპრეზიდენტის უკრაინულ ცხოვრებაზე მომზადებულ მასალას 165 000 ნახვა აქვს.

სოფელ ლესნიკში აგარაკის მშენებლობა ექსპრეზიდენტმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ლესნიკი კერ კიდევ არ იყო ისეთი ელიტური დასახლება, როგორც უკრაინაში კონჩა-ზასპაა, მაგრამ ეს ადგილი ნელ-ნელა ივსება მდიდარი კიეველების სახლებით.

ლესნიკში ცხოვრობს უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო. აქვე მდებარეობს მომღერალი რუსლანას ეკო-სასახლე მზის პანელებით. მხატვარ სერგეი პოაკორკოვსკის და იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომან ზვარიჩის სახლები.

მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია ვატუტინის ქუჩაზეა. კართან სამი დროშა ფრიალებს, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს. სახლთან ყველგან არის კამერები და სპეციალური ნიშნები, რომ „ობიექტი დაკვირვების ქვეშაა“, ხოლო ტერიტორიას ჰყავს დაცვა.

სენაკელი აბიტურიენტის ამბავი წელს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. ულამაზესი გვანცა ჩიქოვანის "ბოლო ზარზე" გადაღებული ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა. სენაკელ გოგონასთან AMBEBI.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც 190 000-მა ადამიანმა წაიკითხა.

"20 მაისს მქონდა ბოლო ზარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის ის გამოხმაურება, რაც ჩემს ფოტოებს მოჰყვა. ჩვენ სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება ვართ. მიყვარს სწავლა და 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ჩემს ოთხ თანაკლასელთან ერთად გავიმარჯვე და "ნასაში" გავემგზავრეთ. ჩვენი მენტორები იყვნენ დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია, მათი დახმარებით შევქმენით პროექტი და გავიმარჯვეთ. "ნასაში" ერთი კვირა ვიყავით, ყოველდღიურად გვიტარდებოდა მასტერკლასები. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას სმს-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი" - გვიყვებოდა გოგონა.

ნიჭიერი ახალგაზრდას, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მას ქილერი თავს ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხა.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო. მისი მკვლელობის შესახებ AMBEBI.GE-მ ბევრი ექსკლუზიური დეტალი გაარკვია. ერთ-ერთ მასალას, რომელიც მოტივს უკავშირდებოდა, 180 000 ნახვა ჰქონდა.

გასული წლის სკანდალური ამბად შეიძლება ჩაითვალოს ალექსანდრა პაიჭაძისა და ბიზნესმენ დავით კოდუას სასიყვარულო ამბავი. მოდელმა რამდენიმე თვის წინ გაამჟღავნა საყვარელი მამაკაცის ვინაობა, რომლისგანაც ქალიშვილი გააჩინა.

სკანდალური "ლავსთორის" შესახებ აქტიურად საუბრობენ. ალექსანდრა ასევე წარმატებული ინფლუენსერია და "ინსტაგრამზე" 241ათასი გამომწერი ჰყავს. როგორც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, მისი და კოდუას ფოტოები, სთორიში 100 ათასმა ადამიანმა ნახა. ინტერვიუ, სადაც პაიჭაძე AMBEBI.GE-ს "ლავ სთორის" დეტალებს უყვება, 213 000-მა ადამიანმა წაიკითხა.

ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული ყურადღება იყო მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაზე. ედუარდ სააკაშვილისა და მისი მეუღლის შესახებ მომზადებული მასალა 170 000-მა ადამიანმა წაიკითხა. როგორც ცნობილია, საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ, ედუარდმა ქვეყანა დატოვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. 2018 წელს ექსპრეზიდენტის ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა ადინა სპერტუს მელპუსია.

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა. პროფესიით იურისტი ნიკა მელია საზოგადოებამ დიდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა პოლიტიკოსი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის, ანზორ მელიას ვაჟი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. 2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა. პატარა ალექსანდრემ მელიების დიდ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა. ალექსანდრე მელიას დედას მაიკო ბეგიაშვილს კი არ იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას გასაიდუმლოებული რომანი ჰქონდა. თავისი შვილის დედაზე პოლიტიკოსი დღემდე არ არის ოფიციალურ ქორწინებაში.

ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია პოლიტიკოს ხატია დეკანოიძეზე მომზადებულმა მასალამ, რომელიც მის ოჯახურ ცხოვრებას ეხება. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ხატია საუბრობს მეუღლეზეც, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.

"ძალიან მიჭირს და არ ვეხები ხოლმე ტრაგედიას, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. 2016 წელს ჩემი მეუღლე და თორნიკეს მამა ძალიან ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით. ეს დღემდე დიდი მწუხარებაა ჩვენს ოჯახში" - ამბობს ხატია.

საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრებაზე მომზადებული ვრცელი სტატია 134 ათასმა ადამიანმა წაიკითხა. სანდრა ელისაბედ რულოვსი 1968 წლის დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ ტერნეზენში დაიბადა. კათოლიკურ ოჯახში გატარებული ბავშვობის პარალელურად სწავლობდა უცხო ენებს და ოცნებობდა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებულიყო.

25 წლის ასაკში სტრასბურგში, უნივერსიტეტის კაფეტერიაში ქართველი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი გაიცნო და ამ დღის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა. სტატიაში რულოვსის ცხოვრების ყველა ეტაპზეა საუბარი.

ცნობილი წყვილის ტელეწამყვანის, რეჟიორის ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილის ნიტა ლომიძის შესახებ მომზადებული სტატია მკითხველს განსაკუთრებით მოეწონა. ნიტა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც არაერთ ფილმში ითამაშა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა თავის სპექტაკლებში სცენაზეც დააყენა.13 წლის ასაკში კი საოცარი ცეკვით და პლასტიკურობით შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული გახდა და ბინითაც დაასაჩუქრეს. ხალხის რჩეული და საუკეთესო მოცეკვავე წელს სკოლას აშშ-ში ამთავრებს. მისი ამერიკული ცხოვრების შესახებ სტატია 145 000-მა ადამიანმა წაიკითხა.