ავტორი:

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცები

ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ინგლისის სამეფო ოჯახისკენ არის მიპყრობილი. ეს ინტერესი კი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაქორწინებამ განაპირობა. მართალია დღეს მონარქია საქართველოში აღარ არსებობს, მაგრამ გვყავს პრინცები, პრინცესები, იმართება მეჯლისები და არსებობს ხალხი, ვისაც სჯერა, რომ მონარქია აღდგება. სანამ მონარქია აღდგება Ambebi.ge ქართველი პრინცების შესახებ გიამბობთ:

დავით ბაგრატიონი

დღეს ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ პრინცმა ჰარიმ ტრადიციები დაარღვია და განათხოვარ ქალზე იქორწინა, თუმცა სად იყო პრინცი ჰარი, როდესაც ჩვენმა მეფემ დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა. ანა ბაგრატიონი ქმარს დაშორდა და დავითზე გათხოვდა. მათ ვაჟი, უფლისწული გიორგიც ჰყავთ, რომელიც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ მოიაზრება. დავითის და ანას ქორწინება კრახით დასრულდა. ამბობდნენ, რომ მეფეს მსახიობი შორენა ბეგაშვილი შეუყვარდა, წყვილის ფარული რომანი პრესაშიც გაჟღერდა და ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა. ოჯახის დანგრევის შემდეგ დავითი და შორენაც დაშორდნენ. დავით ბაგრატიონი ახლა საგურამოში ცხოვრობს და გატაცებულია ავტოსპორტით. ის ხშირად იღებს მონაწილეობას რალში და ცდილობს სპორტის ეს სახეობა უფლისწულ გიორგისაც შეაყვაროს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა თბილისში ჭორაობენ იმაზე, რომ ის ცნობილ მოდელებს ეტრფის.

პრინცი ხუანი

პრინცი ხუანის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მოდელ ქრისტინე ძიძიგურზე იქორწინა. ის დავითის ბიძაშვილია. პრინცი ხუანი ერეკლე მეორეს შთამომავალია. მისი ქართული სახელია იოანე. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში, ზოგჯერ მონასტერშიც ცხოვრობს. მის შესახებ ცნობილია ისიც, რომ ქართული ადათ-წესების მოყვარულია და ქართულად საუბარსაც ახერხებს.

პრინცი ირაკლი ბაგრატიონი

ირაკლი ბაგრატიონი რუსთაველი პრინცია. ჰყავს ძმა პრინცი ალექსანდრე. ის გახლავთ რუსთაველი პრინცი, რომელიც კონსტანტინე მეორეს შტოს წარმომადგენელია. ირაკლი, როგორც ბევრი ახალგაზრდა ქართველი, ჩვეულებრივად ცხოვრობს. მამა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი გახლავთ, დედა – ალბინა საფრონოვა. ირაკლის წინაპრები წლების წინ თბილისიდან ჯერ კასპში, შემდეგ კი რუსთავში გადასახლდნენ. სწორედ იქ დაიბადა და სკოლაც რუსთავში დაამთავრა. რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ, პრინცმა გეპეიში ჩააბარა.

პრინცი ირაკლი ბაგრატიონი

პრინცი ირაკლი ბაგრატიონი იმერეთის სამეფოს წარმომადგენელია. დღევანდელი მდგომარეობით კი სოფელ ღვანკითის მკვიდრი ირაკლი ბაგრატიონი სამეფო ტახტის სიმბოლურად ლეგიტიმური კანდიდატია. ირაკლის ჰყავს დები ქეთევანი და თამარი. ირაკლი ბაგრატიონს დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია, ის ამჯერად თბილისში ცხოვრობს. რამდენიმე წელი ირაკლი ბაგრატიონმა თაბორის მთაზე მონასტერში გაატარა. ირაკლის ტახტზე პრეტენზია არ აქვს.

პრინცი უგო ბაგრატიონი

პრინცი უგო ბაგრატიონი საქართველოში რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. მომხიბვლელი დიდგვაროვანის შესახებ უცხოური პრესა ხშირად წერს. ის დავით ბაგრატიონის ძმა არის და მისი ქართული სახელია გურამი. უგო ბაგრატიონი ერთი პერიოდი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა ესპანეთიდან და აქაურ შოუ-ბიზნესშიც გაერია, მაგრამ ახლა ქართველ სელებრითებთან აღარ მეგობრობს. უგო ბაგრატიონი გატაცებულია ავტოსპორტით და "ფორმულა 1"-ის შეჯიბრებების ხშირი სტუმარია. მას ახლა შეყვარებულიც ჰყავს და წყვილი ხშირად დადის ბაჰრეინში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ