ავტორი:

2021 წლის 11 სკანდალური ამბავი, რომელზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა

2021 წლის 11 სკანდალური ამბავი, რომელზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა

2021 წელს ყველაზე პოპულარული თემა ისევ კორონავირუსი და პანდემია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედიაში ყვითელი და სკანდალური ამბები არ გვაკლდა. რამდენიმე თემამ თავისი აქტუალურობით პანდემიაც კი გადაფარა. შევეცადეთ შეგვეკრიბა გასული წლის ყველაზე პოპულარული ამბები, რაზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა...

ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი

გამორჩეულად სკანდალური წელი ორი მსახიობის ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის ცხოვრებაში გახლდათ. ნინუცამ ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა. მართალია წყვილი 11 წლის წინ დაშორდა და საერთო შვილი ჰყავთ, ნინუცას აღიარებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე კვირის მანძილზე მედიაში უამრავი გადაცემა მიეძღვნა მომხდარს, კომენტარები გააკეთეს ცნობილმა სახეებმა, ზოგმა თავადაც აღიარა, რომ ისინიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.

მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ექსპრეზიდენტის მოულოდნელი დაბრუნება საქართველოში და შემდეგ მისი დაკავება. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ღამეს კი საზოგადოებას კიდევ ერთი სიუპრიზი ელოდა. უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის და ლიზა იასკო უკვე დიდი ხანია ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოსვსმა, მედიამ კითხვები დაუსვა მიხეილ სააკაშვილის მშობლებსაც. აღმოჩნდა, რომ ექსპრეზიდენტის ახალი გატაცების შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. დღეს ლიზა უკვე სააკშვილის დედის გვერდით ჩნდება და მედიაში მას ექსპრეზიდენტის ცოლად მოიხსენიებენ.

ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა

წლის ყველაზე სკანდალური წყვილი აღმოჩნდა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილი. კოდუა გაზაფხულზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, ბრალდების მიხედვით, ის მეუღლესა და შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს, რამდენიმე თვეში კი მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში პირველად თქვა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი დავით კოდუა იყო და მასთან ჯვრისწერასაც აპირებდა. მალე ალექსანდრა ექვსი თვის ორსული აღმოჩნდა და წყვილს ერთი თვის წინ საერთო შვილი, გოგონა შეეძინათ.

მიშა ანდღულაძის პირადი

კომედი შოუს მსახიობმა წელს წიგნი დაწერა, მაგრამ რომანზე პოპულარული მისი პირადი ცხოვრება აღმოჩნდა. ანდღულაძემ ჯერ ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა, როგორ უსწორდებოდა მისი ძმა ფიზიკურად მამამისს, მოგვიანებით კი ერთ-ერთ გადაცემაში ყოფილ ცოლთან დაშორებაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. იუმორისტმა ღიად ილაპარაკა, რომ ცოლი ღალატობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდანვე ჰქონდათ დადებული, ამას ძალიან განიცდიდა. სკანდალი ამით არ დასრულებულა და მოგვიანებით მედიაში იუმორისტის ძმისა და დედის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი ყვებიან, მიშა თვითონ ღალატობდა ცოლს. წყვილს ერთი საერთო შვილი - 12 წლის ვაჟი ჰყავს.

შორენა ბეგაშვილი და კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი

შორენა ბეგაშვილმა მეორე ქმართან, ირაკლი ნანაძესთან დაშორების შემდეგ ბედი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელს დაუკავშირა. მართალია, ამ ფაქტს ტელეწამყვანი დიდხანს უარყოფდა, თუმცა პანდემიის მიუხედავად არაერთხელ ჩააკითხა უცხოეთში საყვარელ მამაკაცს და საერთო ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით შორენამ ამ ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ლაშა ბარათელსაც დაშორდა. რა გახდა ამ დაშორების მიზეზი, მოდელი და მსახობი არ საუბრობს. თუმცა სწორედ იმ პერიოდში ლაშა ბარათელი სკანდალში გაეხვა, ქართველ კანონიერ ქურდის სახელმა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი მეგობარი ქალის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეში გაიჟღერა.

მარინა ბერიძე და ზურაბ ლალიაშვილი

მარინა ბერიძე რამდენიმე წლის წინ 42 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ყოფილ ქმარს, ზურაბ ლალიაშვილს დაშორდა. წყვილის დაშორების მიზეზი ღალატი გახდა. მართალია, ამ თემაზე პროდიუსერმა არაერთხელ ისაუბრა, მაგრამ წელს მარინა ბერიძის ოჯახური ამბები, შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო.

ბერიძის ყოფილი მეუღლის ახლანდელმა ცოლმა ერთ-ერთ გადაცემაში და Ambebi.ge-სთან ინტერვიუში პროდიუსერზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. რუსუდან მუმლაძე ამბობდა, რომ "ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე..."

ნუცა ბუზალაძე და მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორსა და მომღერალს შორის დაპირისპირება "ბანბანერკისა" და "რაფაელოს" ხსენებით დაიწყო. მაიკო კაჭკაჭიშვილმა ლაივჩართვისას განაცხადა, რომ ნუცა ბუზალაძეს მისმა დაწერილმა სიმღერამ, "იურმალაზე" გამარჯვება მოუტანა, თუმცა მან სიმღერის ავტორისთვის იის კონა და "რაფაელოც ვერ" გაიმეტა.

ამ თემაზე ერთადერთი კომენტარი ნუცამ Ambebi.ge-სთან გააკეთა. მომღერლის თქმით, თავის დროზე სიმღერის ავტორს 5 ათასი დოლარი გადაუხადა. ამბავი ასე მარტივად არ დასრულებულა. ნუცას პასუხს მაიკოს საპასუხო განცხადება მოჰყვა, სადაც ამბობდა, რომ ყველაზე ძვირი 3 ათასი დოლარი „ა სტუდიოსთვის“ დაწერილ სიმღერაში აქვს აღებული. კომპოზიტორმა გადაწყვიტა, რომ დაუფასებლობის გამო, სიმღერა არავის აღარ დაუწეროს და ამის შემდეგ, თავად შეასრულოს.

ბერა ივანიშვილი და "ტრი, ტრი..."

მარტში ერთ-ერთი ტელევიზიით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, მილიარდერის ვაჟი სკანდალში გაეხვა. ჩანაწერებიდან ისმოდა როგორ ურეკავდა ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს და იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერებში ისმოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხმაც.

გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი "ტრის" ამბობს და ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ "ტრი" ზუმერად დაიყენოს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რეპერმა განაცხადა, რომ სინამდვილეში „ანტუნის“ ამბობდა. ამ ამბის შემდეგ მალე ბერა ივანიშვილმა საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს.

სააკაშვილის ბიძაშვილების ქორწილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ბიძაშვილების ნიკა და გიორგი ალასანიების დაოჯახების ამბები, ზაფხულში ყველაზე პოპულარული თემა იყო. ჯერ ნიკა ალასანია ამერიკელ ქალზე დაოჯახდა, რომლის ყოფილი ცოლიც ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე გახლდათ და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ.

რამდენიმე თვეში მეორე ოჯახი შექმნა გიორგი ალასანიამ, რომელიც ძმასავით მანამდე ქართველ ქალზე ელენე დუმბაძეზე იყო დაქორწინებული. გიორგი ალასანიასა და მეგან მაკმანუსის ამერიკული ქორწილი ხმაურიანი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ქორწილში სტუმრად ჩავიდა მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად, ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფებოდა გიორგი გახარიაც. ქართული ოცნების პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მაშინ ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი ერთმანეთს ფარულად შეხვდნენ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ირინა ბეგაშვილი

2021 წლის პირველ სკანდალად შეგვიძლია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწილი მივიჩნიოთ. ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელი, რომელიც წლებია სკანდალების ეპიცენტრშია, მოულოდნელად ახალ ცოლთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოებას ირინა ბეგაშვილი წარუდგინა. როგორც მაშინ ექსკლუზიურად Ambebi.ge-მ გაარკვია ირინა და დავითი ჯერ კიდევ ანა ბაგრატიონთან ქორწინებამდე იცნობდნენ ერთმანეთს. რამდენიმე თვის წინ დავითმა საზოგადოებას მათი საერთო შვილი 12 წლის ირინა წარუდგინა. აქამდე ცნობილი იყო რომ დავითს ერთადერთი ვაჟი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისგან ჰყავდა.

ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი

მართალია, წყვილის სკანდალური განშორების შესახებ 2020 წელს გახდა ცნობილი, მაგრამ წელს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა მათი სასამართლო პოროცესი იყო. წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია. მათ შორის ქონებრივი დავაც მიმდინარეობს. წყვილის სასამართლო პროცესი რამდენიმეჯერ გაიმართა, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეზე პერიოდულად სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსებს აქვეყნებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი თავის ახალ რჩეულთან შარლოტა ელენასთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს, როგორ გულშემატკივრობს ქალი ტურნირებზე და როგორ ისვენებენ სხვადასხვა კურორტებზე.